„რეალი“ ტალიაფიკოში მარსელოს შემცვლელს ხედავს
„რეალი“ ტალიაფიკოში მარსელოს შემცვლელს ხედავს

მადრიდის „რეალი“ „აიაქსისა“ და არგენტინის ნაკრების მცველით ნიკოლას ტალიაფიკოთია დაინტერესებული, – ამის შესახებ „რადოპ როვადავიას“ (Radio Rivadavi) ეთერში ფეხბურთელის აგენტმა რიკარდო შლიპერმა განაცხადა.

„როგორც შევიტყვე, ტალიაფიკო შევიდა „რეალის“ სავარაუდო შენაძენთა სიაში, რადგან მარსელო „იუვენტუსში“ გადასვლას აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით, „რეალიდან“ არავინ დამკავშირებია.ამასთან, არის წინადადებები სხვა გუნდებიდან.

მისი კონტრაქტი კიდევ ორი წელი მოქმედებს. „აიაქსმა“ მინიმალური ფასი დააწესა ევროპული ტოპ-კლუბებისთვის. მათ შორის, ერთი ესპანურია. ეს ყველაფერია, რისი თქმაც ახლა შემიძლია. ვფიქრობ, დროა ტალიაფიკო ახალ დონეზე გადავიდეს“, – განაცხადა შლიპერმა.

ამ სეზონში 26 წლის არგენტინელმა 29 მატჩი ჩაატარა „აიაქსის“ შემადგენლობაში და ოთხი გოლითა და ხუთი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.