„ბარსელონას“ შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „რეალმაც“ წააგო. ხულენ ლოპეტეგის გუნდი სტუმრად „სევილიასთან“ განადგურდა – 0:3. ამ მატჩში დუბლი გაიფორმა „მილანიდან“ იჯარით აყვანილმა პორტუგალიელმა ანდრე სილვამ, კიდევ ერთი გოლი „სამეფო კლუბის“ კარში ვისამ ბენ იედერმა გაიტანა.
„რეალმა“ გაუშვა შანსი, გამხდარიყო ერთპიროვნული ლიდერი, რადგან მანამდე, ასევე წააგო თავისი შეხვედრა „ბარსელონამ“ – ის სტუმრად დამარცხდა „ლეგანესთან“.
ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში, როცა ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონა“ და „რეალი“ ერთ დღეს დამარცხდნენ.