„რეალი“ საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვით 120 მილიონის გამომუშავებას გეგმავს
მოახლოებულ ზაფხულს, მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის სერიოზულ წმენდას აპირებს. „სამეფო კლუბს“ განზრახული აქვს გამოეთხოვოს ოთხ-ხუთ ფეხბურთელს, – წერს გაზეთი „ასი“ (AS).
ცნობილია კონკრეტული გვარები. კერძოდ, „რეალი“ მზად არის გამოეთხოვოს: გარეტ ბეილს (შეფასებულია 32 მილიონ ევროდ), ხამეს როდრიგესს (32), ალვარო ოდრიოსოლას (16), ლუკას ვასკესს (16), მარიანო დიასსა (13) და ნაჩოს (12). იმ შემთხვევაში, თუ ეს გეგმა იმუშავებს, კლუბი გამოიმუშავებს 121 მილიონ ევროს.
ამ ფეხბურთელების გაყიდვა „რეალს“ საშუალებას მისცემს, სახელფასო ბიუჯეტში დაზოგოს 75 მილიონი ევრო.