„რეალი“ საბოლოოდ იტყვის უარს მბაპეზე, თუ ფორვარდი პსჟ-თან კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT
„რეალი“ საბოლოოდ იტყვის უარს მბაპეზე, თუ ფორვარდი პსჟ-თან კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ უარს იტყვის კილიან მბაპეს გაფორმების იდეაზე, თუ ის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გააგრძელებს.

ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს მონაცემებით, ფრანგი ფეხბურთელის მიერ პსჟ-თან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მადრიდელები საბოლოოდ იტყვიან უარს მბაპესთან მოლაპარაკებებზე. მომავალში ფორვარდის ტრანსფერი „რეალში“ შეუძლებელი იქნება.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ესპანური კლუბი არ მიიჩნევს ჩავარდნად მბაპეს დაბრუნებას პსჟ-ის შემადგენლობაში და აპირებს 2024 წელს მის უფასოდ გაფორმებას.