„რეალი“ ორი მცველის შესაძენად 100 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT
„რეალი“ ორი მცველის შესაძენად 100 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT

ჩაბი ალონსომ, რომელიც ახლოს არის „რეალში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სურს „ბორნმუთიდან“ ცენტრალური მცველის, დინ ჰუისენისა და „ბენფიკიდან“ მარცხენა მცველის, ალვარო კარერასის შეძენა. ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es-ი.

წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი მზად არის ამ ფეხბურთელებში 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯოს. „ბორნმუთის“ მოთხოვნაა, რომ დაინტერესებულმა კლუბმა გადაიხადოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროს ოდენობით. თავის მხრივ, კარერასის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტა 50 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში ჰუისენმა ყველა ტურნირზე 34 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კარერასმა 48 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი მიითვალა.