„რეალი“ მზად არის, როდრიგო გაყიდოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ მზად არის, განიხილოს ბრაზილიელი გარემარბის როდრიგოს გაყიდვის შესაძლებლობა, – წერა გამოცემა The Athletic-ი.
24 წლის ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში დაკარგა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. „რეალში“ მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს მისვლის შემდეგ როდრიგომ სამ მატჩში 23 წუთი ითამაშა.
„რეალი“ არ იქნება ტრანსფერის წინააღმდეგი, თუ ღირსეულ წინადადებას მიიღებს. ერთ-ერთი პრეტენდენტი ლონდონის „არსენალია“, რომელმაც წინასწარი მოლაპარაკებები გამართა ფეხბურთელის აგენტებთან. ინგლისურ კლუბში ძალიან აფასებენ მის უნივერსალურობას და მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელს შეუძლია, გააძლიეროს ორივე ფლანგი.
გასულ სეზონში როდრიგომ ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.