არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ფინალი აბუ დაბიში გაიმართა და მასში მადრიდის „რეალი“ ადგილობრივ „ალ-აინს“ უპირისპირდებოდა.
ფინალი სცენარით „კაშიმა ანტლერსის“ წინააღმდეგ „რეალის“ ნახევარფინალს ჰგავდა. მაშინაც მადრიდელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მეორეში კიდევ ორი გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც, მეტოქემ ერთი ბურთი გაქვითა. განსხვავება ის იყო, რომ ფინალში „რეალმა“ მეოთხე გოლიც გაიტანა და 4:1 მოიგო.
ანგარიში „ოქროს ბურთის“ მფლობელმა მოდრიჩმა მე-14 წუთზე გახსნა. ლორენტემ და სერხიო რამოსმა მე-80 წუთისთვის, „რეალის“ უპირატესობა სამბურთიანი გახადეს. ამის შემდეგ, „ალ-აინის“ მხრიდან ერთი ბურთი შიოტანიმ გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ნადერის ავტოგოლის შემდეგ, ანგარიში 4:1 გახდა.
„რეალმა“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ, ჯამში კი მეოთხედ მოიგო და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ეს არის პირველი ტიტული „რეალის“ ახალი მწვრთნელისთვის, სანტიაგო სოლარისთვის.
მესამე ადგილისთვის მატჩში „რივერ პლეიტმა“ „კაშიმა ანტლერსი“ 4:0 გაანადგურა.
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა ფინალი:
2000 კორინთიანსი (ბრაზირია)-ვასკო და გამა (ბრაზილია) 0:0 პენ. 4:3
2005 ვასკო და გამა (ბრაზილია)-ლივერპული (ინგლისი) 1:0
2006 ინტერნასიონალი (ბრაზილია)-ბარსელონა (ესპანეთი) 1:0
2007 მილანი (იტალია)-ბოკა ხუნიორსი (არგენტინა) 4:1
2008 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)-დეპორტივა უნივერსიტარია (ეკვადორი) 1:0
2009 ბარსელონა (ესპანეთი)-ესტუდიანტესი (არგენტინა) 2:1 დ.დ.
2010 ინტერი (იტალია)-მაზემბე (კონგო) 3:0
2011 ბარსელონა (ესპანეთი)-სანტოსი (ბრაზილია) 4:0
2012 კორინთიანსი (ბრაზირია)-ჩელსი (ინგლისი) 1:0
2013 ბაიერნი (გერმანია)-რაჯა კასაბლანკა (მაროკო) 2:0
2014 რეალი (ესპანეთი)-სან ლორენსო (არგენტინა) 2:0
2015 ბარსელონა (ესპანეთი)-რივერ პლეიტი (არგენტინა) 3:0
2016 რეალი (ესპანეთი)-კაშიმა ანტლერსი (იაპონია) 4:2
2017 რეალი (ესპანეთი)-გრემიო (ბრაზილია) 1:0
2018 რეალი (ესპანეთი)-ალ აინი (საამიროები) 4:1