მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ლუკა მოდრიჩს შეატყობინა, რომ კლუბს მასთან კონტრაქტის გაგრძელება სურს. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.
მადრიდელების ხორვატ ლეგიონერს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება „რეალში“ სურს და, შესაბამისად, კონტრაქტის გაფორმებას ხელს არაფერი შეუშლის. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოდრიჩმა ახლო წარსულში უარი თქვა აშშ-ის, კატარისა და საუდის არაბეთის კლუბების საკმაოდ გულუხვ შემოთავაზებებზე.
ხორვატმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.