„რეალი“ მოდრიჩთან კონტრაქტს არ გააგრძელებს #1TVSPORT
„რეალი“ მოდრიჩთან კონტრაქტს არ გააგრძელებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, დიდი ალბათობით, დატოვებს ესპანურ კლუბს 2023-24 წლების სეზონის ბოლოს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport.es წერს, 38 წლის ხორვატს უმთავრდება კონტრაქტი „რეალთან“ და მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება არ გაახანგრძლოვოს ხელშეკრულება ნახევარმცველთან.

მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.