მადრიდის „რეალში“ აპირებენ კიდევ ერთხელ მიმართონ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს საკონტრაქტო წინადადებით, – ამის შესახებ წერს გამოცემა Relevo.
წყაროს ცნობით, ესპანელები ამის გაკეთებას 2024 წლის დასაწყისში გეგმავენ. ამტკიცებენ, რომ ეს იქნება „რეალის“ ბოლო მიმართვა 24 წლის ფეხბურთელისთვის.
მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება. უფრო ადრე ფორვარდმა უარი თქვა პარიზულ კლუბთან ერთი წლით ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.