„დორტმუნდის“ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, 35 წლის მატს ჰუმელსმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობა შეავსოს.
როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს, „რეალის“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ვეტერან ფეხბურთელთან თანამშრომლობით. აღნიშნავენ, რომ მადრიდელთა კონკურენტი გერმანელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაშია „ბოლონიაა“.
უფრო ადრე წერდნენ, რომ ჰუმელსით ასევე ინტერესდებოდნენ „რომა“ და სერია A-ს დებიუტანტი „კომო“.
გასულ სეზონში ჰუმელსმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.