მადრიდის „რეალი“ „სოსიედადის“ ნახევარმცველის მარტინ სუბიმენდის ტრანსფერზე მუშაობს, – ამის შესახებ წერს გამოცემა COPE.
წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონის შემდეგ სუბიმენდი დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს და „რეალი“ მზად არის მასში გადაიხადოს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტშია მითითებული. აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების უფლება ფეხბურთელს რჩება.
უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ესპანელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონის „არსენალია“.
მარტინ სუბიმენდი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის გამარჯვებულია. ამ სეზონში მან საკლუბო და სანაკრებო დონეზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.