მადრიდის „რეალი“ კრიშტიანო რონალდოს გუნდში დაბრუნებით დაინტერესებული არ არის, – იუწყება AS.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში იწერებოდა, თითქოს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ფინანსური კრიზისის გამო, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გაყიდვას აპირებს და „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ უახლოეს მიზნებში კრიშტიანო რონალდო არ განიხილება და „რეალს“ სულ სხვა სატრანსფერო გეგმები აქვს.