ლონდონის „არსენალის“ მარცხენა მცველმა კირან ტირნიმ, შესაძლოა, კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.
გაზეთ The Sunday Post-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბი აპირებს შოტლანდიელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ლონდონელები მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ ადეკვატური წინადადების შემთხვევაში, ამიტომაც გამორიცხული არ არის, „არსენალმა“ მიიღოს „რეალის“ პირობები.
„არსენალმა“ ტირნი „სელტიკიდან“ 2019 წელს 27 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა. შოტლანდიელის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონ ევროს უდრის.