„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეს ძმა ეტან მბაპე მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.
როგორც ესპანურ პრესაში დაიწერა, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მოიხიბლა 13 წლის ფეხბურთელის თამაშით ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე. უმცროსი მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ ასაკობრივ გუნდში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში კილიან მბაპემ 78 გოლი გაიტანა 106 მატჩში.