„რეალი“ ისევ ლიდერობს უეფას რეიტინგს, „ლივერპული“ მე-11 ადგილზეა
„რეალი“ ისევ ლიდერობს უეფას რეიტინგს, „ლივერპული“ მე-11 ადგილზეა

2018-19 წლების საფეხბურთო სეზონის შემდეგ, უეფამ საკლუბო რეიტინგი განაახლა.

ზედიზედ მეექვსე წელია, პირველობას ინარჩუნებს მადრიდის „რეალი“, რომელსაც 146 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა „ბარსელონა“ – 138 ქულა, მესამეზე – „ბაიერნი“ (128).

საინტერესოა, რომ ათეულის მიღმა იმყოფება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ – მან 22-დან მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა. მე-19 ადგილიდან მე-17 ადგილზე გადავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „ტოტენჰემი“.

რეიტინგის პირველ ათეულში შედიან: 4. ატლეტიკო, 5. იუვენტუსი, 6. მანჩესტერ სიტი, 7. სევილია, 8. პარი სენ-ჟერმენი, 9. არსენალი, 10. პორტუ.