„რეალი“ ისევ დაინტერესდა ნეიმარით და მზად არის გარიგებაში მოდრიჩი ჩართოს
მადრიდის „რეალი“ კვლავ გააქტიურდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმართან დაკავშირებით, – წერს „სქაი“ (Sky).
„სამეფო კლუბი“ იმედოვნებს, რომ აჯობებს „ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში. ამ მიზნით, მას განზრახული აქვს პარიზულ კლუბთან გარიგებაში ჩართოს თავისი სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი ლუკა მოდრიჩი. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „რეალის“ ბევრ ფეხბურთელს არ სურს „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა.
ამავდროულად, პარიზულმა კლუბმა დააწესა ვადა – 10 აგვისტო. სწორედ ამ თარიღამდე განიხილავს პსჟ სხვადასხვა კლუბის შეთავაზებებს ნეიმართან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ფრანგები აღარ აპირებენ მოთამაშის გაყიდვას.