„რეალი“, „ინტერი“ და „ბაიერნი“ „ევროპული სოლიდარობის“ ტურნირს ჩაატარებენ
მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და მილანის „ინტერი“ 2021 წელს საქველმოქმედო ტურნირს გამართავენ, ასპარეზობას კი „ევროპული სოლიდარობის“ თასი დაერქვა, – იუწყება „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანია, მსოფლიოს ევროპული ქვეყნების სოლიდარობა აჩვენონ.
ტურნირში ზემოთჩამოთვლილი სამი გუნდი იასპარეზებს, შემოსული თანხა კი იტალიისა და ესპანეთის ჯანდაცვის სფეროს მომხმარდება.
„რეალი“ და „ინტერი“ ერთმანეთს მადრიდში შეხვდებიან, „ინტერი“ და „ბაიერნი“ – მილანში, „რეალი“ და „ბაიერნი“ – მიუნხენში.
თითოეულ თამაშზე საპატიო სტუმრად მოწვეულები იქნებიან სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში უშუალოდ მონაწილეობენ.
ტურნირის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და დამოკიდებული იქნება ძირითადი ევროპული ტურნირების კალენდარულ განრიგზე.