ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის „რეალი“ იანვარში გარეტ ბეილისა და ისკოს გაყიდვას აპირებს, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Marca-მ. ამასთან, კლუბი მზად არის მოისმინოს სხვა კლუბების წინადადებები ედენ აზართან, მარიანო დიასთან და ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით.
ბეილისა და ისკოს კონტრაქტები 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში და, სავარაუდოდ, ხელშეკრულებებს არ გააგრძელებენ. ამ მიზეზით, „რეალს“ სურს ზამთარში გაყიდოს ეს ფეხბურთელები, რათა გარკვეული თანხა მაინც გამოიმუშაოს. მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უკვე დართო ნება მოთამაშეების გაყიდვაზე.
რაც შეეხება მარიანო დიასის, ლუკა იოვიჩისა და ედენ აზარის მომავალს, კლუბში მზად არიან მოისმინონ წინადადებები ამ ფეხბურთელებზე. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის გუნდში მარსელოს ყოფნა. მისი კონტრაქტიც ზაფხულში იწურება. „რეალში“ პატივისცემას გამოხატავენ 33 წლის მცველის ნებისმიერი გადაწყვეტილებაზე.