მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების ფორვარდმა გარეტ ბეილმა, შესაძლოა, დატოვოს მადრიდული კლუბი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გადაიხდიან, – ამის შესახებ წერს Еxpress. ზაფხულში ბეილის გადაბირებისთვის ბრძოლას აპირებენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან – “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი”.
28 წლის ფეხბურთელს შეხვედრა ჰქონდა “რეალის” პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან, რომელიც დათანხმდა ფეხბურთელის უკან, პრემიერლიგაში გაშვებას, მაგრამ მხოლოდ ხელსაყრელი სატრანსფერო შეთავაზების შემთხვევაში.
ბეილი მადრიდულ კლუბში 2013 წელს, 100 მილიონ ევროდ გადავიდა, ჯამში 119 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა.