მადრიდის „რეალი“ განიხილავს ესპანეთის ჩემპიონატიდან გასვლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მსაჯები ოფიციალურად არ აღიარებენ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ესპანეთის თასის ფინალის ბოლო წამებზე დაშვებულ შეცდომას, – ამის შესახებ წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).
ოვერტაიმის დასრულებამდე 1.2 წამით ადრე, როცა „რეალი“ 93:92-ს იგებდა, მსაჯებმა ვიდეოგამეორების ანალიზის შემდეგ ჩათვალეს „ბარსელონას“ ცენტრის ანტე ტომიჩის ტყორცნა იმის მიუხედავად, რომ დაფარება შეასრულა „რეალის“ მძიმე ფორვარდმა ენტონი რენდოლფმა. მსაჯების აზრით, რენდოლფი ბურთს მიწვდა მას შემდეგ, რაც იგი კალათს შეეხო. ასეთ შემთხვევაში, კალათბურთის წესებით ზუსტი ტყორცნა ფიქსირდება. შეხვედრა „ბარსელონამ“ 94:93 მოიგო.
„რეალს“ მიაჩნია, რომ მსაჯებმა გუნდს ტიტული წაართვეს და გამოაცხადა, რომ დატოვებს „ეისიბი“ ლიგას (ACB), თუ მსაჯების შეცდომას ოფიციალურად არ აღიარებენ.