„რეალი“ და პსჟ მბაპესთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ჯერ ისევ შეიძლება გადავიდეს ამ ზაფხულს მადრიდის „რეალში“.
როგორც გამოცემა El Debate-ს ჟურნალისტი ტომას-გონსალეს მარტინი თავის „ტვიტერში“ წერს, მბაპეს დედა უკვე რამდენიმე თვეა, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს პარიზელებთან. ამჟამად მას კონტაქტი აქვს კატარის ემირთან, რათა უახლოეს დროში დახუროს ტრანსფერის საკითხი.
პარიზული კლუბი მბაპესგან 250+50 მილიონ ევროს ითხოვს, „რეალი“კი მზად არის, მაქსიმუმ, 200+20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფეხბურთელის ფასზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, მოლაპარაკებები გრძელდება.