„რეალი“ და მბაპე შეთანხმდნენ - ფრანგი თავდამსხმელი „სამეფო“ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება #1TVSPORT
„რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე შეთანხმდნენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს 2024 წელს შეუერთდება, როდესაც პსჟ-თან კონტრაქტი დაუმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, – იუწყება Footmercato.
გამოცემის ინფორმაციით, „რეალის“ მენეჯერებსა და მბაპეს აგენტებს შორის მოლპრაკება წარმატებით დასრულდა, რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ორივე მხარეს აწყობს.
გასულ სეზონში კალიან მბაპემ (ყველა ტურნირზე) ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა – ფრანგმა თავდამსხმელმა 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 41 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.