რეალი და ცსკა კვლავ არ აგებენ | ევროლიგა [ვიდეო]
რეალი და ცსკა კვლავ არ აგებენ | ევროლიგა [ვიდეო]

საკალათბრთო „ევროლიგაში“ მეექვსე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობენ მადრიდის „რეალი“ და მოსკოვის „ცსკა“.

მოქმედმა ჩემპიონი, ამჯერად თელ ავივის „მაკაბის“ ესტუმრა და მეტოქე უპრობლემოდ, ანგარიშით 87-66 დაამარცხა. მადრიდელები, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და დაფიქსირებული სხვაობაც საკმაოდ ლოგიკურია. ძველ ფორმას იბრუნებს სერხიო ლიული. ესპანელი უკანახაზელი 17 ქულით საუკეთესო გახლდათ თავის გუნდში. 16 ქულა გააკეთა ჯეისი კეროლმა. მადრიდელებმა, განსაკუთრებით, პერიმეტრიდან დაჩაგრეს მეტოქე. „რეალის“ კალათბურთელებმა 31 დან 15 სამქულიანი ჩააგდეს. პაბლო ლასოს გუნდს, ექვსი ტურის შემდეგ, ას პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

რეალისგან გასხვავებით, საკმაოდ გაუჭირდა მოგება „ცსკა“-ს. მოსკოველებმა, წელს საკმაოდ გაძლიერებულ მილანს, გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს (90-85).

თამაშში ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. ბოლოსკენ სტუმრებმა მოუმატეს და ხუთ ქულიანი ჰანდიკაპი აიღეს, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. გამარჯვებულ გუნდს კორი ჰიგინსმა ულიდერა. მის ანგარიშზე 23 ქულა იყო. ტრადიციულად, დამაჯერებელი და სასარგებლო იყო ნანდო დე კოლო. ფრანგმა უკანახაზელმა 18 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა მიითვალა აქტივში. მილანელთა შორის საუკეთესო ვლადი მიცოვი გახლდათ 24 ქულით.

დღეს, მეექვსე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ჩატარდება. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, ესპანეთში გასამართი იწვევს, სადაც თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ მიიღებს.