„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის ნეიტრალურ მოედანზე გადატანას ითხოვს
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის ნეიტრალურ მოედანზე გადატანას ითხოვს

მადრიდის „რეალს“ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გადატანა სურს.

„რეალის“ სურვილია შეხვედრა ლისაბონში გაიმართოს და არა მანჩესტერში. როგორც ირკვევა, მადრიდელებს არ სურთ ინგლისში გამგზავრება ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო. გარდა ამისა, დღეისთვის ბრიტანეთში ჩასული ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია ორკვირიანი კარანტინი გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის პირველი მერვედფინალი მადრიდში 26 თებერვალს გაიმართა და ის სტუმრების მოგებით (2:1) დასრულდა.