„რეალი“ ბენასერის მოსაპოვებლად სატრანსფერო ბრძოლაში ერთვება
„რეალი“ ბენასერის მოსაპოვებლად სატრანსფერო ბრძოლაში ერთვება

„მილანის“ ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი „სამეფო კლუბის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Foot Mercato.

გამოცემის ინფორმაციით, „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შუა ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მილანის ალჟირელი  ნახევარმცველი ამ გეგმის ნაწილია.

ბენასერის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. „მილანის“ ფეხბურთელით დაინტერსებულები სხვა ევროპული გრნდებიც არიან, მათ შორის: პსჟ, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

შეგახსენებთ, რომ ბენასერი „მილანმა“ გასულ ზაფხულს „ემპოლისგან“ 17 მილიონ ევროდ შეიძინა.

2019/2020 წლების მიმდინარე სეზონში ისმაელ ბენასერმა „მილანის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა.