მადრიდის „რეალმა“, შესაძლოა, ედუარდო კამავინგა ჯუდ ბელინგემის სატრანსფერო გარიგებაში ჩართოს.
Sky Sport Deutschland-ის მონაცემებით, მადრიდული კლუბი აქტიურად იბრძვის „დორტმუნდის“ ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად და მოლაპარაკებების წარმოების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
„რეალს“ არ სურს ინგლისელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდა. ამიტომაც ამ თანხასთან ერთად აპირებს „დორტმუნდს“ შესთავაზოს ფრანგი ნახევარმცველი.
ჯერჯერობით უცნობია ამგვარ ვარიანტზე „დორტმუნდისა“ და თავად 20 წლის კამავინგას რეაქცია.
ამ სეზონში ბელინგემს 23 მატჩში 10 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. კამავინგამ 27 მატჩში ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.