„ბარსელონას“ 18 წლის მცველი ჰავიერ მბუიამბა „სამეფო კლუბის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, მბუიამბა უკმაყოფილოა კატალონიურ კლუბში მისდამი დამოკიდებულებით და გუნდის შეცვლაზე ფიქრობს. „რეალის“ აგენტები მბუიამბას ყურადღებით აკვირდებიან. მადრიდელები შექმნილი მდგომარეობის გამოყენებასა და ახალგაზრდა მცველის გადმობირებას გეგმავენ, რაც, სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოხდება.
მბუიამბა „ბარსელონაში“ გასულ ზაფხულს მაასტრიხტიდან გადმოვიდა და უეფა-ს იუნიორთალიგაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ „რეალს“ მნიშვნელოვანი კონკურენტები ჰყავს, რადგან 18 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენა „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ჩელსისაც“ სურთ.