„რეალი“ - „ბარსელონა“ 2 მარტს გაიმართება
„რეალი“ - „ბარსელონა“ 2 მარტს გაიმართება

ლა ლიგამ 2018-19 წლების მეორე კლასიკოს ჩატარების თარიღი და დრო გამოაცხადა.

„რეალი მადრიდისა“ და „ბარსელონას“ მატჩი, ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის რანგში, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. მატჩი შედგება 2 მარტს (შაბათი). დასაწყისი – თბილისის დროით 23.45 საათი.

სეზონის პირველ კლასიკოში „რეალმა“ სტუმრად უსიამოვნო ანგარიშით – 1:5 წააგო. ეს იყო ბოლო მატჩი მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ხულენ ლოპეტეგისთვის.

„ბარსელონა“ 43 ქულით პირველ ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში. „რეალი“ 10-ქულიანი ჩამორჩენით მეოთხე ადგილზე იმყოფება.