მადრიდის „რეალი“ განიხილავს სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან გამოთხოვებას.
როგორც გამოცემა Le10sport-ი წერს, თუ იტალიელი მაინც დატოვებს მადრიდულ კლუბს, „რეალისთვის“ პრიორიტეტი გახდება გერმანელი იურგენ კლოპი.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ „რეალი“ აქტიურად აკვირდება სიტუაციას „ლივერპულში“, რომლის დამრიგებელიცაა კლოპი.
თუ გერმანელ სპეციალისტთან მოლაპარაკება არ მოხერხდება, მადრიდელები სხვა კანდიდატურებს განიხილავენ. მაგალითად, მაურიციო პოჩეტინოსი, ჩაბი ალონსოსი და რაულის.