კარლო ანჩელოტი გააგრძელებს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას „მანჩესტერ სიტისთან“ განადგურების მიუხედავად.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ჯერ პირადად არ უთქვამს ამის შესახებ ანჩელოტისთვის, მაგრამ, წყაროს ინფორმაციით, მწვრთნელს შეატყობინებდნენ განთავისუფლების გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, 63 წლის სპეციალისტს ფეხბურთელების მხარდაჭერა აქვს. „მწვრთნელი ძალიან კვალიფიციურია, მისი წყალობით ჩვენ ოჯახი ვართ. გუნდში ერთიანობა და მხარდაჭერის განწყობაა და მხოლოდ ანჩელოტის შეუძლია, ამას მიაღწიოს“, – აღნიშნა The Athletic-ის წყარომ.
„რეალი“ და ანჩელოტი უკვე გეგმავენ წინასასეზონო მზადებას, აგრეთვე ფიქრობენ შემადგენლობის გაძლიერებაზე. კერძოდ, უახლოეს პერიოდში კლუბი შეეცდება „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერის დასრულებას.