„რეალი“ ახლოს არის კილიან მბაპეს შეძენასთან - ფლორენტინო პერესს მხოლოდ ყატარის ემირის დარწმუნება სჭირდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ძალიან მიუახლოვდა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის კილიან მბაპეს ტრანსფერს. ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ და „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იმედოვნებს, რომ მბაპეს მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს.
მაგრამ გაზეთმა „მარკამ“ დაწერა, რომ „რეალს“ აქვს შანსი მბაპე უფრო ადრე აიყვანოს. მადრიდულ კლუბში არ სურთ, გარიგებაში ჩაერიონ შუამავლები, აგენტები და მენეჯერები. „რეალში“ კარგად ხვდებიან, რომ ეს ტრანსფერი შეიძლება გადაწყდეს ყველაზე მაღალ დონეზე და ფლორენტინო პერესისთვის საკმარისი იქნება ერთი ადამიანის დასტური. ეს არის ყატარის ემირი და „პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელი ტამიმ ბენ ჰამად ალ ზანი.
ამ მიზეზით, „რეალი“ უარყოფდა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მცდელობას – მისულიყო პსჟ-სთან მბაპეს თაობაზე. „სანტიაგო ბერნაბეუს“ მმართველობაში ესმით, რომ პარიზული კლუბის უშუალო ბოსებს უნდა უჩვენონ პატივისცემა მათი პროექტის მიმართ.
გარდა ამისა, „რეალის“ ტოპ-მენეჯმენტი არ იკარებდა „დორტმუნდის“ ფორვარდს ერლინგ ჰალანდსა და მის აგენტს მინო რაიოლას, რათა ეჩვენებინათ მბაპესთვის მაქსიმალური დაინტერესება მისი პიროვნების მიმართ. ესპანური კლუბის ლიდერებს ასევე მიუთითეს გამოავლინონ საზოგადოებაში პსჟ-ის მიმართ პატივისცემა.
ესპანეთის დედაქალაქში ელოდებიან ყატარის ემირის რეაქციას და გარიგებაზე მის სავარაუდო თანხმობას. „მარკაში“ დააზუსტეს, რომ ლიონელ მესის „პარი სენ-ჟერმენში“ მისვლას არ უმოქმედია კილიან მბაპეს დიდ სურვილზე – დატოვოს საფრანგეთი და გადავიდეს „რეალში“ სათამაშოდ.
ბოლო ორ სეზონში „რეალმა“ 120 მილიონი ევრო გამოიმუშავა აშრაფ ჰაკიმის, სერხიო რეგილონისა და რაფაელ ვარანის გაყიდვით და არ გაუკეთებია მნიშვნელოვანი შენაძენი.