მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე დაიწყო შემცვლელის ძებნა მთავარი მწვრთნელისთვის კარლო ანჩელოტისთვის, რომელიც მომდევნო სეზონის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას, – იტყობინება გამოცემა EL Nacional.
წყაროს ცნობით, ამ პოსტზე ფავორიტად მიიჩნევა კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ასევე იტყობინებიან, რომ „რეალი“ 2024 წლის ზაფხულში ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს – „მანჩესტერ სიტისა“ და „პალმეირასის“ ფორვარდების ერლინგ ჰალანდისა და ენდრიკის გაფორმებას.