სერხიო რამოსმა, კაზემირომ, მარკო ასენსიომ, გარეთ ბეილმა და სხვებმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება კრიშტიანო რონალდოს მიმართ, რომელიც უკვე ოფიციალურად გახდა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი.
„შენი გოლები და ის ტიტულები, რომლებიც ერთად მოვიგეთ, ყველაფერზე მოწმობს. შენ სამუდამოდ დაისაკუთრე გამორჩეული ადგილი „რეალ მადრიდის“ ისტორიაში და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები. გეხუტები და წარმატებებს გისურვებ“, – დაწერა სერხიო რამოსმა.
„საოცარი ფეხბურთელი და უმაღლესი ადამიანი“, – წერს გარეთ ბეილი, – „დიდი სიამოვნება იყო შენთან ერთად თამაში ამ ხუთი წლის განმავლობაში. წარმატებები მომავალში, ჩემო მეგობარო“.
„შენთან ერთად ვსწავლობდი, ნასწავლს ვიყენებდი და ვიმარჯვებდი. მადლობა ყველაფრისთვის, მეგობარო“, – ეს უკვე კაზემიროს სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ კონტრაქტი გააფოქმა ტურინის იუვენტუსთან და მომავალი სეზონიდან სწორედ ამ იტალიური გრანდის ღირსებას დაიცავს.