მადრიდის „რეალის“ ლეგენდა რაული, შესაძლოა, „ხეტაფეს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.
როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, მომდევნო კვირას იწურება რაულის კონტრაქტი „რეალის“ სარეზერვო კლუბთან, „კასტილიასთან“.
თავის მხრივ, „ხეტაფე“ შეიძლება გამოეთხოვოს ხოსე ბორდალასს. კლუბში მოაჩნიათ, რომ მის შემცვლელად რაული ძირითადი კანდიდატია.
ბორდალასმა სეზონის დასრულების შემდეგ პაუზა აიღო თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, კლუბმა მე-15 ადგილი დაიკავა და შეინარჩუნა ადგილი ლა ლიგაში.