16 ყოფილი ფეხბურთელი, მათ შორის ესპანური ფეხბურთის ლეგენდები რაული, ჩაბი ალონსო და ჩავი ერნანდესი სპეციალურ კურსს გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც უეფას A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიებს მიიღებენ, – წერს ესპანური გაზეთი AS.
სასწავლო კურსი საფეხბურთო საკითხების გარდა, მოიცავს მართვის, კვებისა და ფსიქოლოგიის შესწავლას. კურსი ექვსი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ყოფილ ფეხბურთელებს შეეძლებათ სამწვრთნელო კარიერა დაიწყონ.
მეცადინეობებს აგრეთვე ესწრებიან ლუის გარსია, ვიქტორ ვალდესი, ალბერტ რიერა, ხოან კაპდევილა, მიკელ ალონსო, ჟულიო ბაპტისტა და სხვები.