რატომ ვერ ითამაშა ქინქლაძემ „აიაქსში“ - არველაძემ უცნობი ისტორია გაიხსენა
რატომ ვერ ითამაშა ქინქლაძემ „აიაქსში“ - არველაძემ უცნობი ისტორია გაიხსენა

შოთა არველაძემ „მატჩ-ტვ“- სთან ინტერვიუში გაიხსენა, თუ რა შეემთხვა გიორგი ქინქლაძეს ამსტერდამის „აიაქსში“, რომელმაც მის ტრანსფერში 1998 წელს „მანჩეტერ სიტის“ 5 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

„1999 წელს მთავარი მწვრთნელი იან ვოუტერსი გახდა. მაშინ გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო. „აიაქსში“ მის პოზიციაზე იარი ლიტმანენი თამაშობდა და ამის გამო გიო ფლანგზე გასწიეს. იქ თამაში არ წაუვიდა და ინგლისში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ჰოლანდიურის გაკვეთილებს კი აცდენდა, რისთვისაც ორჯერ დააჯარიმეს. „ვიტესთან“ მატჩამდე სამი თვე არ ჰქონდა ნათამაშები. ვარჯიშის დასრულების შემდეგ შემადგენლობას არც გადახედა. მეორე დღეს გასახდელში ჩემი სკამის გვერდით დავინახე გიოს 11 ნომრიანი მაისური, თავად კი არ იყო. დარწმუნებული იყო, არ ათამაშებდნენ, სტადიონზე მიმიყვანა, თავად კი სასეირნოდ წავიდა“ – იხსენებს არველაძე.

მისი თქმით, ამის გამო მწვრთნელთან კონტფლიქტი მოუვიდა.

„გიორგიმ სანდი ოლისეს მანქანის გასაღები აიღო და ქალაქში მეგობრის მოსაძებნად გაემართა. მატჩამდე ექვსი საათი რჩებოდა. მაინც ვერ ვიპოვე ის და გუნდურ სადილზე 10-15 წუთი დამაგვიანდა. ამისათვის ვოუტერსმა განაცხადიდან ამომშალა. ავფეთქდი, ქინქლაძეს ჰოლანდიური გაკვეთილები 150-ჯერ შეახსენეთ და სამ თვეში პირველად რომ ათამაშებდით, ერთხელ არ გაგიფრთხილებიათ-მეთქი. მეორე მწვრთნელი ბობი ჰარმსი ვოუტერსს ესაუბრა, მან ცოტათი დამინდო და განაცხადში მაინც შემიყვანა. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც მწვრთნელმა მოედანზე შემიშვა. მე ყოველთვის იღბლიანი ვიყავი და იმ დღესაც გამარჯვების გოლი გავიტანე“.

შოთა არველაძემ ქინქლაძესთან მოგებული სანაძლეო გაიხსენა: „ინგლისის ნაკრებთან „უემბლიზე“ 0:2 წავაგეთ. ბევრი ნათესავი და ახლობელი იყო ჩამოსული და მატჩის შემდეგ ლონდონში გავიარეთ. ქინქლაძესთან დავნიძლავდით, პირველს რომელ ჩვენგანს იცნობდნენ, წაგებული 15-კაციან სუფრას იკისრებდა. ქინქლაძე მაშინ ინგლისში ვარსკვლავი იყო, მაგრამ აჩის ვთხოვე, ათი მეტრიდან ხმამაღლა ჩემი სახელი დაიყვირე-მეთქი. ლონდონში ბევრი თურქია და ჩემი სახელის გაგონებაზე, უცებ მიცნეს და ფოტოების გადასაღებად მოირბინეს. მადლობა მათ ამისთვის. ქინქლაძე ამ ხრიკით დავამარცხე“.