ფორმულა 1-ის საჯინიბო „მერსედესმა“ საკუთარი ბოლიდის ახალი შეფერილობა წარმოადგინა. სეზონის გახსნის რბოლაში და მომდევნო ეტაპებზე „ვერცხლისფერი ისრების“ („მერსედესის“ მეტსახელი) მანქანები შავი ფერის იქნება. ამ აქციით, „მერსედესი“ ადასტურებს თავის პოზიციას რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მერსედესის“ ლიდერი, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის ერთადერთი ფერადკანიანი პილოტია. ბრიტანელი აქტიურად უჭერს მხარს მოძრაობა Black Lives Matter-ს, რომელიც მინეაპოლისში აფროამერიკული ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აგორდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ჩემპიონატის სტარტი ავსტრიაშია დაგეგმილი, სადაც ორი რბოლა გაიმართება – 5 და 12 ივლისს.