რასიზმი ფეხბურთში - საფრანგეთის ჩემპიონი 100 000 ევროთი დააჯარიმეს
რასიზმი ფეხბურთში - საფრანგეთის ჩემპიონი 100 000 ევროთი დააჯარიმეს

პარი სენ-ჟერმენს ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდა მოუწევს იმის გამო, რომ ოფიციალურ საბუთებში ფეხბურთელების რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა აქვს მითითებული, რაც საფრანგეთის კანონების მიხედვით, აკრძალულია.

დოკუმენტები, რომლებშიც ეს კანონდარღვევაა ასახული, ფრანგულ ინტერნეტსაიტ „მედიაპარტის“ (Mediapart) მიერ იქნა გამოქვეყნებული.

საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) სადისციპლინო კომისიამ, რომელმაც პარიზულ გუნდს ჯარიმა დააკისრა, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ პსჟ-ს ხსენებული მონაცემები დისკრიმინაციული მიზნით არ გამოუყენებია.