ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა ბრუკლინის მცველი დ’ანჯელო რასელი. ნეტსმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. რასელი ამ შეხვედრებში საშუალოდ 28.0 ქულას, 3.3 მოხსნასა და 7.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ბრუკლინი მეექვსე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.
დასავლეთში საუკეთესოა ჯეიმს ჰარდენი. ჰიუსტონის ლიდერის საშუალო მაჩვენებლები იყო – 54.3 ქულა, 9.0 მოხსნა და 4.7 შედეგიანი პასი. როკეტსმა სამიდან ორი მატჩი მოიგო და მეხუთე ადგილზეა დასავლეთში.