რას წერენ ნორვეგიელები კვარაცხელიაზე - ხვიჩას თანაგუნდელი ფიქრობს, რომ მას პერსონალური მეურვე არ უნდა დაუყენონ #1TVSPORT
ნორვეგიულმა გამოცემა VG-მ გამოაქვეყნა წერილი საქართველოს ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე, სადაც მასზე ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი და „ნაპოლელი“ თანაგუნდელი საუბრობენ.
„„ნაპოლის“ გმირი კვარაცხელიას არის ის, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნორვეგიის იმედები. მას ეწოდა ნეაპოლის ღმერთის, დიეგო მარადონას სახელი. ის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში გამორჩეულად თამაშობს, მაგრამ სამშაბათს შევეცდებით, რომ შევაჩეროთ ფენომენი ხვიჩა კვარაცხელია.
„შესაძლოა, ის ამჟამად ევროპის საუკეთესო მოთამაშეა“, – თქვა ნორვეგიელების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ესპანეთთან 3:0 წაგების შემდეგ.
ხვიჩა კვარაცხელიაა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ნაკრები ძალიან საშიშ მეტოქედ მიიჩნევა. ორივე გოლი მან გაიტანა, როდესაც შვედეთს 16 თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში 2:0 სძლიეს.
კვარაცხელიას შესახებ მისი თანაგუნდელი, ნორვეგიის ნაკრების მცველი ლეო სკირი ოსტიგორიც საუბრობს: „როდესაც ვნახე, ერთი კვირის შემდეგ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ მას თვალი უნდა ვადევნოთ. თავიდანვე ჩანდა, რომ ის ძალიან კარგი იყო. ბევრ რამეში ძლიერია და თამაშის ბედის გადაწყვეტა თავად შეუძლია. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავუყენოთ პერსონალურად ფეხბურთელი, რომელიც მას შეაჩერებს. მას გუნდურად უნდა გავუმკლავდეთ“.