რონალდოს უცნაური ჟესტის მნიშვნელობას ფარდა აეხადა
რონალდოს უცნაური ჟესტის მნიშვნელობას ფარდა აეხადა

ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი, რომელშიც ესპანეთმა პორტუგალიასთან ფრედ, 3-3 ითამაშა და ასევე ის უცნაური ჟესტი, რომელიც კრიშტიანო რონალდომ ერთ-ერთი გოლის გატანის შემდეგ გააკეთა: „რეალ მადრიდის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა ნიკაპი ოდნავ წინ გამოსწია და მასზე რამდენჯერმე ხელი ჩამოისვა, თითქოს თავის პატარა წვერს ეფერებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, რონალდოს უახლოესმა მეგობარმა რიკარდო რეგუფემ სოციალურ ქსელში დამონტაჟებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც რონალდოს თხის თავი აქვს, მის გვერდით კი ლიონელ მესის ფოტოა, რომელსაც ხელში თხა უჭირავს.

ალბათ იკითხავთ, რა კავშირი აქვს ამ ჟესტს, თხას და ლიონელ მესის ერთმანეთთან.

საქმე იმაშია, რომ ინგლისურ ენაზე სიტყვა GOAT (თხა) ასევე არის აბრევიატურა ფრაზისა „ყველა დროის უდიდესი“ (Greatest Of All Times), მესისა და თხის ფოტო კი ერთ-ერთმა ინგლისურმა გამოცემამ, „პეიპერმა“ (Paper) გამოაქვეყნა იმის ირიბი მინიშნებით, რომ არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

ამიტომაც ამბობენ, რომ რონალდოს ზემოხსენებული ჟესტი ამ ინგლისური ჟურნალის მოსაზრების ერთგვარი გაპროტესტება იყო.

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!