„რაქი“ (ruck.co.uk) - „ბორჯღალოსნებს“ ინგლისის ნაკრების უნარების მწვრთნელი უთავკაცებს
„რაქი“ (ruck.co.uk) - „ბორჯღალოსნებს“ ინგლისის ნაკრების უნარების მწვრთნელი უთავკაცებს

ბრიტანული სარაგბო გამოცემა „რაქი“ (ruck.co.uk) წერს, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი თავკაცი ინგლისის ნაკრების უნარების ყოფილი მწვრთნელი რორი ტიგი იქნება.

მას შემდეგ, რაც ივლისში პრემიერშიფის კლუბ „გლოსტერში“ ჯორჯ სკივინგტონი მივიდა, ტიგმა გუნდი დატოვა. კლუბის განცხადებაში წერია, რომ სპეციალისტი გუნდიდან წავიდა, რადგან სხვაგან აპირებს მუშაობას.

ტიგმა სპორტული კარიერა „გლოსტერსა“, „ბრისტოლში“ და „გრენობლში“ გაატარა, სამწვრთნელო კარიერა კი „სარასენსის“ აკადემიაში დაიწყო. 20 წლამდელებთან წარმატებით მუშაობის შემდეგ, იგი 2017 წლის იანვარში ინგლისის ნაკრების უნარების მწვრთნელად დაინიშნა. 2017 წლიდანვე ტიგი „ბორდოში“ ჯერ უკანახაზის, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. როგორც უკვე ვთქვით, იგი ბოლოს „გლოსტერში“ შეტევის და უნარების მწვრთნელი იყო და ზაფხულის შემდეგ არსად უმუშავია.