ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქალთა ქვემსუბუქი (flyweight) წონითი დივიზიონის მებრძოლმა რაქელ ოსტოვიჩმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა. მის სისხლში აკრძალული ნივთიერებები (ostarine და GW1516 metabolites) აღმოაჩინეს, რის გამოც მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
29 წლის ოსტოვიჩმა (4-5, UFC 1-2) აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე სადებიუტო ბრძოლა 2017 წლის დეკემბერში გამართა. ბოლო ბრძოლა რაქელმა 2019 წლის იანვარში პეიჯ ვან ზანტთან გამართა და მარცხი განიცადა.