„იუვენტუსის“ ექს თავკაცი კლაუდიო რანიერი კრიშტიანო რონალდოს ტურინულ გუნდში გადასვლას თავის დროზე მარადონას ნაპოლიში ტრანსფერს ადარებს.
„ვფიქრობ, რონალდოს „იუვენტუსში“ გადასვლა ძალიან ჰყავს თავის დროზე მარადონას მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს, როდესაც დიეგო ნაპოლიში გადავიდა. მაშინ კალჩოსთვის ეს იყო უდიდესი მოვლენა და იტალიური ფეხბურთის დიდი გამარჯვება, არადა მაშინ აპენინებზე მწვავე კრიზისის პერიოდი იდგა. „იუვენტუსმა“ ბრწყინვალე გარიგება განახორციელა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ იტალიაში ახლა თითოეულ მეტოქეზე წინ დგას“, – განუცხადა კლაუდიო რანიერიმ „ფუტბოლ იტალიას“ (Footbal italia).