რანიერი - „ჩელსის“ მწვრთნელობა ცუდი იდეა იყო
რანიერი - „ჩელსის“ მწვრთნელობა ცუდი იდეა იყო

„სამპდორიიას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ მისი მხრიდან 2000 წელს „ჩელსიში“ სამუშაოდ წასვლა შეცდომა იყო.

„ჩელსიში ოთხი წელი ვიმუშავე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ცუდი იდეა იყო, – ციტირებს რანიერის სიტყვებს Sky Sport Italia. – მათ მოიგეს პრემიერლიგა, მოიპოვეს უეფას თასი, მაგრამ არ არსებობდა გუნდი, რომელიც ამ მიღწევების გამეორებას შეძლებდა.

როცა, წარუმატებლობის პერიოდი დაიწყო, მაშინვე გამათავისუფლეს. იმდენად ვიყავი გულნატკენი, რომ ერთწლიანი შესვენება ავიღე, შემდეგ კი „პარმა“ დამიკავშირდა.

იმ პერიოდში „პარმას“ მთავარი მიზანი სერია ა-ში დარჩენა იყო. გულახდილად რომ გითხრათ, ეს ბევრად რთულ ამოცანას წარმოადგენდა, ვიდრე „ლესტერის“ მხრიდან პრემიერლიგის მოგებაა“.