დანიურ გამოცემასთან საბა ლობჟანიძის შესახებ კომენტარი „რანდერსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სორენ პედერსენმა გააკეთა და საინტერესო განცახდება გააკეთა – მისი თქმით, ქართველმა გუნდს სოლიდური შემოსავლები მოუტანა.
„იმედგაცრუებულები ვართ, საბას ტრანსფერი რომ ვერ განხორციელდა. მაგრამ ამავე დროს, მას დიდი წილი აქვს იმ ლამაზ გამარჯვებებში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მისი დახმარებით, ლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, კარგი სატელევიზიო და სხვა სახის შემოსავლები შემოგვიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საბა ლობჟანიძეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ – ამბობს სორენ პედერსენი „ტიპსბლადეტთან“ ინტერვიუში.