„რანდერსი“ ქართველის ტრანსფერში 1,26 მილიონს ითხოვს - „ბრონდბიუ“ ლობჟანიძით ისევ დაინტერესდა
„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ბრონდბიუმ“ „რანდერსს“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერის თაობაზე მიმართა“, – ეს გამოცემა „ტიპსბლადეტთან“ ქართველი ფეხბურთელის აგენტმა, გუგა კაჭახიძემ განაცხადა.
ქართველმა მენეჯერმა დეტალების დაკონკრეტება არ ისურვა, მაგრამ სხვა რამ გაამხილა – „კლუბებს შორის მოლაპარაკებებზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. მაგრამ როგორც ვიცი, კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას ცდილობენ“.
გამოცემის მონაცემებით, „ბრონდბიუ“ „რანდერსს“ დააახლოებით, 670 ათას დოლარს სთავაზობს, როდესაც ქართველის ამჟამინდელი კლუბი 1,126 მილიონს ითხოვს.