რამოსის უარი პოლიტიკოსებს - ესპანელთა კაპიტანი უკმაყოფილოა
რამოსის უარი პოლიტიკოსებს - ესპანელთა კაპიტანი უკმაყოფილოა
რამოსმა უარი თქვა ოფიციალურ პირებთან კონფერენციაზე მონაწილეობაზე, რადგან პანდემიის დროს მათი პოლიტიკით უკმაყოფილოა. ამ ინფორმაციას რადიოსადგური „კადენა სერ“ ავრცელებს.
„ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის მთავრობის წევრებთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. „ლა ლიგაში“ სეზონის სწრაფი განახლების საკითხი პოლიტიკოსებთან ერთად განიხილეს ფეხბურთელებმა ჟერარ პიკემ (ბარსელონა), კოკემ (ატლეტიკო), ასერ ილიარამენდიმ (რეალმა სოსიდეადი) და დანი ქარვახალმა (რეალი) – ამ უკანასკნელმა ვიდეოკონფერენციაზე სწორედ რამოსი შეცვალა“ – წერს გამოცემა.
34 წლის ესპანელ მცველმა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა იმის გამო არ ისურვა, რომ კოროვირუსული პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა.