რამინ შამილიშვილმა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი დაიმსახურა [ვიდეო] #1TVSPORT
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 113 კილოგრამი დაძლია (ოქროს მედალი), აკვრაში 136 კილოგრამს გაართვა თავი (ბრნჯაოს მედალი) და ორჭიდის ჯამში 249 კილოგრამი დააგროვა (ვერცხლის მედალი). ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს.
დღეს, 20:10 საათიდან ტურნირზე კიდევ ორი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს – მედლების მოპოვებას შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე შეეცდებიან.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.